суббота, 14 ноября 2009 г.

შავი ზღვა



1.პროექტის სახელი:„გავუფრთხილდეთ შავ ზღვას“

2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტი წარმოგვიდგენს შავი ზღვის მდებარეობას 

საქართველოსა და მსოფლიო ფიზიკურ რუკებზე;შავი ზღვის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები განსაზღვრავენ საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებზე შავი ზღვის მდებარეობას.იკვლევენ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ობიექტებს,რომლებიც უადვილებს მათ შავი ზღვის მდებარეობის განსაზღვრას(მაგ.კავკასიონის,კასპიის ზღვის,ხმელთაშუა ზღვის,ბოსფორის სრუტის მიმართ).
 საქართველოს დასავლეთით შავი ზღვა ესაზღვრება,რომლის სიღრმე 2 210 მ-ია, თუმცა სიცოცხლე 200 მ სიღრმემდეა.შავი ზღვის სანაპიროს სიგრძე საქართველოს ფარგლებში 310 კმ-ია.
 შავ ზღვაში უამრავი მცენარე და ზღვის ბინადარია.შავ ზღვაში ბინადარი თევზებიდან აღსანიშნავია:კეფალი,კამბალა,ზუთხი.წყლის ძუძუმწოვრებიდან დელფინი გვხვდება.თოლიები და წყლის სხვა ფრინველები სანაპიროზე ბინადრობენ.კატრანი შავი ზღვის ზვიგენია.ოკეანეში ბინადარ ზვიგენებთან შედარებით მცირე ზომისაა.სიგრძით 2 მ-დეა 15 კგ-ს იწონის.ის არ არის აგრესიული და ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
 შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს ქალაქები და დაბები:ბათუმი,ფოთი, 

 სოხუმი,გაგრა,ქობულეთი,ურეკი, გონიო,სარფი,ჩაქვი.  
შავ ზღვას ესაზღვრება:თურქეთი,ბულგარეთი,ბულგარეთი,უკრაინა და რუსეთი.
შავი ზღვა სხვადასხვა ენაზე ასე ჟღერს:„ჩერნო მორე“- ბულგარულად.„ჩორნოე მორე“- რუსულად, „კარადენის“-თურქულად, „პონტუს ეუხენიუს“-ლათინურად.
 შავი ზღვით საქართველო უკავშირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს,გადის დასავლეთ ევროპაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.შავი ზღვა არის ძირითადი სატრანსპორტო გზა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.აქ ხდება მრავალი ქვეყნის ტვირთის გადაზიდვა,რის გამოც ხდება ზღვის დაბინძურება.დაბინძურებით საფრთხე ექმნება ზღვის ბინადარ ცხოველებსა და მცენარეებს.ამას ემატება სეზონზე ზღვის სანაპიროს საკურორტო ზოლში დამსვენებლების მიერ მიმატებული ნარჩენები,რითაც იწამლება ზღვის თევზები.ჩვენი ვალია ეს არ დავუშვათ,უნდა მოვუწოდოთ ყველას ვინც არ იქცევა სათანადოთ გაითვალისწინოს შავი ზღვის სისუფთავის აუცილებლობა არ დაანაგვიანოს იგი.
4.მონაწილეთა ასაკი: 9 წელი.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 7 დღე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სასკოლო ბიბლიოთეკაში მოიძიებენ შავი ზღვის შესახებ ინფორმაციებს და მოიტანენ დაწერილს.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ბუკლეტები,რომლითაც მსმენელს შეეძლება იქონიოს წარმოდგენა არსებულ საკითხზე.
8.სარგებელი სხვებისათვის:გამოვუშვებ ბუკლეტს,სადაც დავაფიქსირებთ რა შედეგები მოჰყვება ზღვის დაბინძურებას.
9. სამუშაო ენა:ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ გვყავს.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნებისმცოდნეობის საგანთან კავშირით მოვახდენ პროექტის საკითხის განხილვას. 
12. პროექტის ფასილიტატორი:თამარ ქავთარაძე
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tqavtaradze@gmail.com